ცნობილი საოპერო მომღერლები გურჯაანში

ცნობილი საოპერო მომღერლები გურჯაანში

27-05-2016, 23:57

1593 - ჯერ



საქველმოქმედო კონცერტი გურჯაანში. ვანო სარაჯიშვილის ფონდის დამფუძნებლებმა, ცნობილმა საოპერო მომღერლებმა თემურ გუგუშვილმა და ავთანდილ რევიშვილმა კონსერვატორიის სტუდენტებთან ერთად ღონისძიება გამართეს. კონცერტზე სხვადასხვა საოპერო ნომრები წარმოადგინეს, შემოსული თანხა მთლიანად აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს გადაერიცხებათ. ღონისძიებას ცნობილი მომღერალი მზია დავითაშვილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ. კონცერტი თემურ გუგუშვილისა და სტუდენტ გიორგი მჭედლიშვილის დუეტით დასრულდა, მათ ცნობილი არია სპექტაკლ ,,აბესალომ და ეთერიდან,, შეასრულეს.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები