ველისციხეში 91 წლის მამა იოანე ერთადერთი მოძღვარია, რომელიც ეფრემ მეორემ აკურთხა

ველისციხეში 91 წლის მამა იოანე ერთადერთი მოძღვარია, რომელიც ეფრემ მეორემ აკურთხა

23-12-2019, 22:32

22413 - ჯერ



ველისციხის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა იოანე მიტიჩაშვილი უკვე ნახევარი საუკუნეა უფლის სამსახურშია. 91 წლის დეკანოზი ერთადერთი სასულიერო პირია ველისციხე-გურჯაანის ეპარქიაში, რომელიც საქართველოს ყოფილმა კათოლიკოს-პატრიარქმა, ეფრემ მეორემ აკურთხა. იგი სამ პატრიარქს მოესწრო. მამა იოანემ ველისციხეში ნანგრევებად ქცეული ტაძარი საკუთარი ხელით აღადგინა. 80-იან წლებში ყოველ შაბათ-კვირას მეუღლესთან ერთად წირვა-ლოცვას ატარებდა, ტაძარში კი, თითქმის, არავინ დადიოდა. მისი ძალისხმევით მრევლი წლებთან ერთად მატულობდა. როგორ გახდა იგი სასულიერო პირი და რა გზა გაიარა?- ვნახოთ ეთერ თეთრაძისა და დავით პეტრუზაშვილის სიუჟეტი.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები