აფთიაქებში ქართული წარმოების პირბადე 50 თეთრად გაიყიდება

აფთიაქებში ქართული  წარმოების პირბადე  50 თეთრად გაიყიდება

8-04-2020, 14:28

1614 - ჯერ



დღეიდან ქართული წარმოების პირბადეები ავერსის, ჯი-პი-სის, პსპ-სა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელებში შევიდა და თითოს ფასი 50 თეთრი იქნება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, ნათია თურნავას განცხადებით, დაახლოებით 2 დღე იქნება საჭირო იმისთვის, რომ 400 ათასი პირბადე
მთელი საქართველოს მასშტაბით წამყვან სააფთიაქო ქსელებში გადანაწილდეს.მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს თითო პირბადის დამზადება 1 ლარზე მეტი უჯდება, მთავრობა ფასის სუბსიდირებას მოახდენს და მოქალაქეებს მათი შეძენა განახევრებულ ფასად შეეძლებათ.სააფთიაქო ქსელები შეთანხმებულები არიან, რომ ლიმიტი დააწესონ და 1 მომხმარებელს მაქსიმუმ 3 პირბადე მიყიდონ.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები