კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

2-05-2020, 12:35

6007 - ჯერ



კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. COVID 19 ყვარელში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს დაუდასტურდა. ამ დროისთვის ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ და მედიკოსის კონტაქტებს სწავლობენ. ლუგარის ლაბორატორიაში კახეთიდან 325 ნიმუში იყო გაგზავნილი, თუმცა კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა. სულ საქართველოში კორონავირუსის 582 შემთხვევაა დადასტურებული. ახალი მონაცემები რამდენიმე წუთის წინ მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე https://stopcov.ge/ გამოქვეყნდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 207, გარდაცვლილია - 8,კარანტინის რეჟიმში - 5152, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 551 ადამიანი იმყოფება. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი - 3-ია.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები