კახეთში კორონავირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევაა დადასტურებული

კახეთში კორონავირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევაა დადასტურებული

4-05-2020, 11:29

1580 - ჯერ



კახეთში ამ დრომდე კორონავირუსის მხოლოდ ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ლუგარის ცენტრიდან დღეს 102 ნიმუშის პასუხი მოვიდა და ყველა უარყოფითია. კოვიდ 19-ზე ანალიზი 67 სამედიცინო პერსონალს და ცხელების ცენტრებში მყოფ საეჭვო სიმპტომების მქონე ადამიანებს ჩაუტარდათ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოევრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში 36, 10 საკარანტინე სივრცეში კი 459 მოქალაქე იმყოფება. ნიმუშის აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან, ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ ანალიზი უტარდება სამედიცინო პერსონალს, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს, შშმ პირებისა და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარებსა და მათ მომვლელებს, ასევე საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლებსა და კარანტინში მყოფი პირებს.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები