ახმეტაში აბიტურიენტები ბანკეტის თანხით ეკლესიას ხატს შესწირავენ

ახმეტაში აბიტურიენტები   ბანკეტის  თანხით  ეკლესიას  ხატს შესწირავენ

17-06-2020, 12:32

13173 - ჯერ

ახმეტის 2 საჯარო სკოლის მე -12 ბ კლასი ბანკეტისთვის შეგროვილი თანხით ტაძარს ხატს შესწირავს. მათ ბანკეტის გადახდა თელავის ერთ-ერთ რესტორანში ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა გამოსაშვებ საღამოზე უარი თქვეს. ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, რომ ამ თანხით ხატმწერს ივერის ღვთისმშობლის სახელობის ხატი დააწერინონ და ქალაქ ახმეტაში მშენებარე წმინდა ბიძინა ჩოლოყაშვილის და შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების სახელობის ტაძარს შესწირონ. ტაძრის მშენებლობა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, თუმცა აქ წირვა-ლოცვა უკვე აღევლინება.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები