ახტალაზე სამშენებლო სამუშაოები ნოემბრიდან დაიწყება

ახტალაზე სამშენებლო სამუშაოები ნოემბრიდან დაიწყება

17-10-2020, 10:15

557 - ჯერ



ქალაქ გურჯაანში კურორტ ახტალაზე სამშენებლო სამუშაოები ნოემბრიდან დაიწყება. რუსთაველის ქუჩის მხარეს დაგეგმილია 8 სართულიანი ქვევრის ფორმის სასტუმროს აშენება, რომლის პირველ სართულზე სავაჭრო ობიექტები განთავსდება. ასევე აშენდება ორი ახალი შენობა, ყოფილი კინო-კლუბისა და ნომერ პირველი კორპუსის ადგილას. ახტალის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სავარაუდოდ, ორ წელში დასრულდება. მსოფლიოში სახელგანთქმული ბალნეოლოგიური კურორტი 2018 წელს შპს "გლობალ ვიქთორი ჯორჯიამ" 3 760 000 ლარად იყიდა. საპრივატიზებო პირობის მიხედვით, ინვესტორმა ახტალის ტერიტორიაზე მინიმუმ 12 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები